მთავარი სიახლე ის არის, რომ პირველად ამ ველომარათონის ისტორიაში, სტარტი ირლანდიის ტერიტორიაზე შედგება, კერძოდ, ჩატარდება სამი ეტაპი დუბლინსა და ბელფასტში. პირველი ეტაპი იქნება დროზე გუნდური რბოლა (21.7 კმ). გარდა ამისა, 2014 წლის ჯიროზე გაიმართება დროზე განცალკევებითი ინდივიდუალური ორი რბოლა: მე-12 (46.4 კმ) და მე-19 ეტაპებზე (26.8 კმ, სამთო).
ველომარათონის მარშრუტში შესულია ხუთი სამთო ეტაპი. სამი მწვერვალი მიეძღვნება ლეგენდარული იტალიელი ველომრბოლელის, მარკო
ყველაზე მოკლე იქნება მე-16 ეტაპი (139 კმ), მაგრამ ის მოიცავს სამ მწვერვალს, მათ შორის, სტელვიოსა (2758 მ) და გავიას. ბოლოსწინა, მე-20 ეტაპზე (167 კმ) მარშრუტში შეტანილია ლეგენდარული მწვერვალი ძონკოლანი.
ეტაპების საშუალო სიგრძე შეადგენს 183 კილომეტრს. 2014 წლის ჯიროზე გათვალისწინებულია სამდღიანი დასვენება – 12, 19 და 26 მაისი.
ფრუმმა სეზონი დაასრულა
ველოსაჯინიბო Vacansoleil-ის ესპანელმა წევრმა ხუან ანტონიო ფლეჩამ პეკინის ტურის შემდეგ კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ეს ველორბოლა 11-15 ოქტომბერს გაიმართება.
35 წლის სპორტსმენმა კარიერა 2000 წელს დაიწყო. მას მოგებული აქვს ტურ დე ფრანსის ერთი ეტაპი, არაერთხელ იყო პრიზიორი და ასევე ტოპ-ათეულში შედიოდა კლასიკურ რბოლაში "პარიზი-რუბე".
"ახლა შემიძლია ვთქვა, რომ პეკინის ტურის შემდეგ დავასრულებ კარიერას. შემდეგ გავემგზავრები ჰავაიზე და ასფალტს ზღვის ქაფითა და ტალღებით შევცვლი, ველოსიპედს – სერფინგის დაფით", - ამბობს ფლეჩა.
ამასობაში ტურ დე ფრანსის წლევანდელმა ტრიუმფატორმა, "თიმ სქაის" წევრმა კრისტოფერ ფრუმმა ზურგის ტრავმის გამო სეზონის ნაადრევად დასრულება გადაწყვიტა. ბრიტანელმა განაცხადი გამოიტანა პეკინის ტურიდან, რომელიც 11 ოქტომბერს აიღებს სტარტს.
ლენსს "ტვიტერმა" ვერ უშველა
"ტვიტერის" სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდის გახსნა ვერ დაეხმარა ლენს არმსტრონგს საზოგადოების წინაშე რეაბილიტაციაში მას შემდეგ, რაც დოპინგის მიღება აღიარა.
ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები, რომელთა კვლევა გამოქვეყნდა სამეცნიერო ჟურნალ Communication & Sport-ში.
კვლევის დროს მეცნიერებმა გააანალიზეს 859 "ტვიტი", აგრეთვე, მათთვის დართული კომენტარები და დაადგინეს, რომ არმსტრონგმა მიიზიდა ახალი მკითხველები, მაგრამ ვერ შეაცვლევინა მათ აზრი მისი ცნობილი აღიარების შესახებ.
კერძოდ, რესპონდენტთა 90 პროცენტს არ სჯერა, რომ სპორტსმენი ნანობს დოპინგის გამოყენებას, 60 პროცენტი კი კვლავაც ეჭვის თვალით უყურებს ყოფილ ამერიკელ ველომრბოლელს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"