რამდენიმე დღის წინ ყოფილმა ველომრბოლელმა მიკაელ რასმუსენმა ავტობიოგრაფიული წიგნი გამოუშვა, რომელშიც დაადანაშაულა ველოსაჯინიბო Saxo-Tinkoff-ის გენერალური მენეჯერი ბიარნე რიისი.
დანიელმა დაწერა, რომ რიისის გუნდში სპორტსმენები დოპინგს იყენებდნენ და ამის შესახებ მენეჯერმა კარგად იცოდა. წიგნში დანიელი გვამცნობს, რომ 2012 წლის ჯირო დ’იტალიას გამარჯვებულმა რაიდერ ჰესიედალმა 2003 წელს გამოიყენა ერითროპოეტინი. კანადელმა ველომრბოლელმა დაადასტურა ამგვარი ბრალდებების მართებულობა.
"ველოსპორტი ჩემი ცხოვრებაა. ასე იყო ყოველთვის, რაც კი საკუთარი თავი მახსოვს. მე მიყვარს და ვცხოვრობ ამ სახეობით, მაგრამ
სპორტსმენის ამჟამინდელ გუნდში - Garmin-Sharp-ში გამოაცხადეს, რომ ჰესიედალმა უკვე მისცა ჩვენება აშშ-ისა და კანადის ანტისადოპინგო სააგენტოებს.
კანადის ველოსპორტის ფედერაციამ თავის განცხადებაში ყურადღება მიაქცია იმას, რომ ჰესიედალის საქმე კიდევ ერთხელ გვიჩვენებს: ველომრბოლელთა საერთაშორისო კავშირმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსთან წარსულის დოპინგ-საქმეებთან ბრძოლაში.
ჰესიედალი 2012 წელს გახდა ჯირო დ'იტალიას ტრიუმფატორი, როცა ბოლო ეტაპზე გამარჯვება გამოსტაცა ესპანელ ხოაკიმ როდრიგესს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯირო ირლანდიაში დაიწყება