ბოლოსწინა, მე-20 ეტაპი გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო - ველომრბოლელებს ფინიშზე ელოდათ ლეგენდარულ მთაზე, ანგლირზე ასვლა. ეტაპის მოგება შეძლო ფრანგმა კენი ელისონდმა, რომელიც დისტანციის შუა ნაწილში დაშორდა ძირითად ჯგუფს და ფინიშზე მარტო მივიდა.
მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო გენერალური კლასიფიკაციის ლიდერთა ბრძოლა. ეტაპის წინ ამერიკელი კრის ჰორნერი "რედიოშეკიდან" 19 წამს უგებდა იტალიელ ვინჩენცო ნიბალის ("ასტანა"). სწორედ მათი ბრძოლა იყო ყველაზე საინტერესო. ფინიშამდე შვიდი კილომეტრით ადრე სწორედ ნიბალიმ შეუტია, მაგრამ ბევრი ვერაფერი
ბოლო ეტაპი მადრიდში სპრინტერული იყო და მას არაფერი შეუცვლია გენერალურ კლასიფიკაციაში. ასე რომ, ჰორნერი გახდა გრანდ-ტურების (ტურ დე ფრანსი, ჯირო დ'იტალია, ვუელტა) ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი გამარჯვებული - 41 წლის და 326 დღის.
საერთო ჩათვლა
1. კრის ჰორნერი (აშშ, "რედიოშეკი") - 81:52.01; 2. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, "ასტანა") - +0.37; 3. ალეხანდრო ვალვერდე (ესპანეთი, "მოვისტარი") - +1.38; 4. ხოაკიმ როდრიგესი (ესპანეთი, "კატიუშა") - +3.22; 5. ნიკოლას როჩი (ირლანდია, "საქსო-ტინკოფი") - +7.11...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ვუელტა: ალბერტო კონტადორის მეხუთე გრანდტური