ნიბალის მწვრთნელმა პაოლო სლონგომ განაცხადა, რომ მრბოლელს სასამარლო გარჩევა ექნება გაზეთ La Repubblica-ს ჟურნალისტებთან - ჯულიანო ფოსკინისთან და მარკო მენსურატისთან, რომლებმაც დაწერეს, რომ ნიბალის ხშირი კონტაქტი ჰქონდა დოპინგ-სკანდალებით განთქმულ ექიმთან, მიკელე ფერარისთან.
"ეს ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემს იმიჯზე, - ამბობს გაზეთ "ეკიპთან" კომენტარში ნიბალი. - თუ თქვენ არ იცნობთ ადამიანს, შეიძლება პრესაში მასზე გამოქვეყნებული ცნობები დაიჯეროთ. მაგრამ ჩემს მშობლებსა და ბებიაზე
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ვინჩენცო ნიბალის გუნდმა "ასტანამ" ვერ მიიღო ველომრბოლელთა საერთაშორისო ასოციაციისგან ლიცენზია იმ დოპინგ-სკანდალების გამო, რომელშიც ყაზახური ველოსაჯინიბოს რამდენიმე ველომრბოლელი მოხვდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"