საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ჩინოვნიკებს არ მოეწონათ 41 წლის ვინოკუროვის ალმატის განაცხადის ხელმძღვანელად დანიშვნა 2022 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ბრძოლაში. კომიტეტი აქტიურად იბრძვის დოპინგის წინააღმდეგ, ვინოკუროვმა კი 2007-09 წლებში დისკვალიფიკაცია მოიხადა აკრძალული პრეპარატების გამოყენების გამო.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა 2022 წლის ზამთრის თამაშების მასპინძლობაზე სამი ქალაქი გამოაცხადა პრეტენდენტად: ოსლო (ნორვეგია), პეკინი (ჩინეთი) და ალმატი (ყაზახეთი), თუმცა ნორვეგიელებმა მოგვიანებით გამოიტანეს თავიანთი განაცხადი. 2022 წლის
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"