ალბერტო კონტადორის ბედი მალე გაირკვევა

AutoSharing Option

ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციამ ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონის, ალბერტო კონტადორის სკანდალური საქმის გამოძიება დაასრულა და მასალები ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირს გაუგზავნა. როგორც იცით, თანამედროვეობის საუკეთესო ველომრბოლს შარშანდელი ტურ დე ფრანსის დროს ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის - კლენბუტეროლის კვალი აღმოუჩინეს. ესპანელი არ უარყოფს დოპინგის მიღებას, თუმცა ირწმუნება, რომ ეს პრეპარატი მის ორგანიზმში ტურის მსვლელობისას მიღებული უხარისხო საკვების მეშვეობით მოხვდა.

ესპანეთის ფედერაციის დოკუმენტებში დაწვრილებით არის აღწერილი, თუ როგორ აღმოჩნდა კონტადორის სისხლში 50 პიკოგრამი კლენბუტეროლი.

"ამ დოკუმენტების შესწავლის შემდეგ, ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირმა და მსოფლიოს-ანტისადოპინგო სააგენტომ

საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ:

 

დისკვალიფიკაცია მისცენ კონტადორს, ფულადი ჯარიმით შემოიფარგლონ თუ საერთოდ უარი თქვან სანქციების გამოტანაზე", - წერია ესპანეთის ფედერაციის განცხადებაში.

სავარაუდოდ, კონტადორის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას 23-24 იანვარს გამოიტანენ.

 

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ველომრბოლი ახალი სეზონიდან ახალ გუნდში - "საქსო ბანკში" გამოვა. დანიური ველოსაჯინიბოს ხელმძღვანელობა არ დაელოდა საბოლოო ვერდიქტს და უკვე შეიტანა კონტადორის განაცხადი მურსიის ტურში მონაწილეობაზე. ეს ველორბოლა ამა წლის მარტში გაიმართება.

 

 

 

.

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული