სამი საპრიზო დათო ასკურავასია!

AutoSharing Option
მოსკოვის "კრილაცკოეს" დახურულ ტრეკზე გრძელდება რუსეთის ღია ჩემპიონატი ველორბოლაში. შეგახსენებთ, რუსები ამ ტურნირს იყენებენ პეკინის მსოფლიოს თასის ერთ-ერთ ეტაპში მონაწილეთა გამოსავლენად. ჩვენი თანამემამულის, 20 წლის დავით ასკურავასთვის კი ეს შეჯიბრება ბოლო მოსამზადებელი ეტაპია პეკინის უსერიოზულესი სტარტების წინ.

გუშინ ვწერდით, რომ დათომ ომნიუმის პირველ დღეს 250 მეტრზე გაქანებით პირველობა მოიპოვა. გუშინ მან 500 მეტრზე ადგილიდან და გაქანებით I და II ადგილები დაისაკუთრა. დაგვეთანხმებით, ეს მეტად სასიამოვნო ამბავია და მით უფრო გასაკვირია, რომ დავითი თბილისში ტრეკის უქონლობის გამო, ფაქტობრივად, მხოლოდ გზატკეცილზე ემზადებოდა
.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული