2014 წლის შემოდგომაზე ფიურიმ შოტლანდიის ქალაქ კარუტერსტაუნან ახლოს ტრასაზე დაშვებულ სიჩქარეს გადააჭარბა. ის საკუთარი ავტომობილით საათში 145 კილომეტრი სიჩქარით მოძრაობდა, იმ დროს, როცა დასაშვები მაქსიმალური სიჩქარე 96 კმ/სთ-ს უდრიდა.
მოკრივემ საპატიმროში რამდენიმე დღე გაატარა, რის შემდეგაც სასამართლოს მორიგი სხდომა გაიმართა. სიჩქარის გადაჭარბებისთვის ფიურის მოუწევს 400 ფუნტის ოდენობის ჯარიმის გადახდა, გარდა ამისა, ორი თვით ჩამოერთვა მანქანის მართვის
ბრიტანელი მოკრივე WBO-ის ვერსიით ტიტულის აუცილებელი პრეტენდენტია და წელს ამ საკრივო ორგანიზაციის ჩემპიონს, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს უნდა შეხვდეს. ბრძოლის ჩატარება ამა წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
2 მეტრი და 6 სანტიმეტრი სიმაღლის ფიურიმ პროფესიულ რინგზე ჩატარებული 24-დან ბრძოლიდან ყველა მოიგო, აქედან 18 - ნოკაუტით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"