დააკანონეთ დოპინგი

AutoSharing Option

სკანდალურად ცნობილი ამერიკელი ველომრბოლი ფლოიდ ლენდისი აცხადებს, რომ მსოფლიოს ველოსპორტი მხოლოდ მოგებული დარჩება, თუ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირი აკრძალული პრეპარატების ლეგალიზაციას შეუწყობს ხელს.


ფლოიდ ლენდისმა, რომელსაც 2006 წელს ტურ დე ფრანსზე მოპოვებული ტიტული ჩამოართვეს, განაცხადა, რომ დოპინგთან ბრძოლა დროის ფუჭი ხარჯვაა. საქმე ისაა, რომ სპორტსმენები არაადამიანური დატვირთვების გასაძლებად ყოველთვის იყენებდნენ და გამოიყენებენ აკრძალულ პრეპარატებს.

"დოპინგის ლეგალურად გამოცხადება უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე მასთან ბრძოლა, - განაცხადა ამერიკელმა. - გარდა ამისა, აღარ იარსებებს სპეკულაციის საშუალება. ყველამ კარგად ვიცით, რომ ზოგიერთი სპორტსმენი ყოველთვის იღებდა

დოპინგს, მაგრამ არასოდეს დასჯილა იმის გამო, რომ კარგი კავშირები ჰქონდა ანტისადოპინგო კომიტეტთან."

ამ სიტყვებში ლენდისი ლენს არმსტრონგს გულისხმობს. ცნობილია, რომ შარშან მან ლეგენდარული თანამემამულე დოპინგის მიღებაში დაადანაშაულა და გამოძიების ჩატარება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ ლენდისმა გასულ კვირას გამოაცხადა დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ.

 

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული