ერთ წელს მისცემენ

AutoSharing Option

ესპანეთის ველოსპორტის ფედერაცია დღეს გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას ტურ დე ფრანსის მოქმედი ჩემპიონის ალბერტო კონდატორის დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით.

გაზეთ "მარკას" ინფორმაციით, ესპანელ ველომრბოლს ერთწლიან სასჯელს მისცემენ. ხუთშაბათს გაიმართება ფედერაციის აღმასკომის სხდომა, სადაც გამოცხადდება კიდეც საბოლოო ვერდიქტი.

როგორც წესი, დოპინგის მიღებისთვის სპორტსმენებს ორწლიანი დისკვალიფიკაციით სჯიან, კონტადორთან მიმართებაში ლმობიერი სასჯელი კი იმით არის განპირობებული, რომ აკრძალული პრეპარატი სპორტსმენის ორგანიზმში შემთხვევით მოხვდა. როგორც იცით, კონტადორი ამტკიცებს, რომ პრეპარატი კლენბუტეროლი მის ორგანიზმში უხარისხო ხორცის მიღების შემდეგ აღმოჩნდა. თუ ესპანელს ერთწლიან დისკვალიფიკაციას დაუმტკიცებენ, სასჯელი 2011 წლის 24

აგვისტომდე იქნება ძალაში. გარდა ამისა, ალბერტოს ტურ დე ფრანსის შარშანდელ ტიტულსაც ჩამოართმევენ. ამ შემთხვევაში, 2010 წლის ველომარათონის გამარჯვებულად ლუქსემბურგელი ანდი შლეკი გამოცხადდება, რომელიც ტურზე მეორე იყო.

ამასთან, ალბერტო კონტადორის პრესატაშემ გუშინ განაცხადა, რომ ესპანური პრესის ეს ინფორმაცია - მხოლოდ ჭორია და არ ღირს მისი სერიოზულად მიღება.

ისიც გასათვალიწინებელია, რომ ესპანეთის ფედერაციის ვერდიქტი შეიძლება საბოლოო არ იყოს. ამ ორგანიზაციის გადაწყვეტილების შეცვლა და სასჯელის გამკაცრება შეუძლიათ ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირსა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული