ერთი წლით დისკვალიფიცირებულმა ალბერტო კონტადორმა დატოვა დანიური საჯინიბო "საქსო ბანკის" რიგები და შინ გაემგზავრა. ის მადრიდის გარეუბანში დაისვენებს და გარკვეული დროის შემდეგ იქვე განაახლებს ვარჯიშებს. ტურ დე ფრანსის ჩემპიონმა შაბათს დაადასტურა ერთწლიანი დისკვალიფიკაცია.
"ვფიქრობ, ამ ეტაპისთვის შინ ოჯახთან დაბრუნება საუკეთესო ვარიანტია. იმედი მაქვს, მალე განვაახლებ ვარჯიშს", - განაცხადა ესპანელმა ველომრბოლმა.
კონტადორი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში თავის ახალ გუნდთან - "საქსო ბანკთან" ერთად ემზადებოდა ახალი სეზონისთვის. მაგრამ დისკვალიფიკაციაზე ინფორმაციის მიღების შემდეგ გუნდის ბანაკი მიატოვა.
შეგახსნებთ, რომ კონტადორი ბიარნე რიისის გუნდში შარშან
.