60-იანებში ჩარჩენილები

AutoSharing Option

ესპანეთის სპორტული შეფობა გაგებით ეკიდება ალბერტო კონტადორის ახსნა-განმარტებას მის ორგანიზმში კლენბუტეროლის უნებლიედ მოხვედრის შესახებ, მაგრამ მაინც ჩამოაშორა სპორტსმენი საერთაშორისო ტურნირებს.

ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონმა დოპინგთან დაკავშირებული სანქციების გაპროტესტება გადაწყვიტა და ოთხშაბათისთვის ქვეყნის ველოსპორტის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტში თავისი უდანაშაულობის დამამტკიცებელი ახალი საბუთების წარდგენას აპირებს.
"სამეცნიერო მიღწევებს შეუძლია აკრძალული პრეპარატის უმცირესი დოზის დაფიქსირება, რომელსაც სპორტსმენი შეგნებულად ვერ მიიღებს, მაგრამ ორგანიზმში საკვების მეშვეობით მოხვდება. ჩემთან დაკავშირებით სწორედ ამ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, - იტყობინება კონტადორი საკუთარ ვებგვერდზე. - მაგრამ ამავდროულად, როცა მეცნიერება განვითარების

უმაღლეს საფეხურზე იმყოფება, წესები შორეულ 60-იან წლებშია ჩარჩენილი".

კონტადორი თავის დისკვალიფიკაციას "სამარცხვინოს", საკუთარ თავს კი "სისტემის მსხვერპლს" უწოდებს.
"როცა სამეცნიერო მიღწევებს ანტისადოპინგო წესებთან დააკავშირებენ, ამის შემდეგ იქნება მიზანშეწონილი პატიოსან და სამართლიან სპორტზე ლაპარაკი. მე ამის დღემდე მჯერა", - დაამატა კონტადორმა.

ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციის საბოლოო ვერდიქტის გასაჩივრება შესაძლებელი იქნება სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში, ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირში ან მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოში.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული