სასიამოვნო ამბავი შეიტყო თანამედროვეობის საუკეთესო ველომრბოლმა ალბერტო კონტადორმა. გაზეთ AS-ის ინფორმაციით ესპანეთის ველოსპორტის ფედერაციამ ერთწლიანი დისკვალიფიკაცია მოუხსნა ტურ დე ფრანსის სამგზის ჩემპიონს, რომელიც დოპინგის მიღებისთვის იყო დასჯილი. ასე რომ, კონტადორი შეუერთდება თავის ახალი გუნდს - "საქსო ბანკს" და მარტიდან შეძლებს კარიერის განახლებას. წელს ალბერტოს პირველი ოფიციალური სტარტი მომავალ თვეში ქალაქ ალგარვეში ექნება.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ესპანეთის ფედერაციამ აკრძალული პრეპარატის - კლენბუტეროლის გამოყენებისთვის ერთწლიანი დისკვალიფიკაციის დასაჯა კონტადორი. მაგრამ სპორტსმენის აპელაციის განხილვისას დაცვის მხარემ დაამტკიცა, რომ კონტადორის საქმე ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირის ანტისადოპინგო
მაგრამ ბოლომდე ალბერტოს ბედი გარკვეული არ არის, რადგან საქმეში აუცილებლად ჩაერთვებიან ველომრბოლთა საერთაშორისო კავშირი და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო, რომლებმაც, შესაძლოა, ძალაში დატოვონ ერთწლიანი სასჯელი.