ლეგენდარულმა ამერიკელმა ველომრბოლმა ლენს არმსტრონგმა საბოლოოდ გადაწყვიტა კარიერის დასრულება. ადრე ვარაუდობდნენ, რომ ტურ დე ფრანსის შვიდგზის ჩემპიონი 2011 წლის განმავლობაში ამერიკის ტერიტორიაზე გამართულ რამდენიმე რბოლაში მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ 39 წლის სპორტსმენმა განაცხადა, რომ მტკიცედ გადაწყვიტა პროფესიული სპორტიდან წასვლა.
ასე რომ, უკანასკნელი რბოლა, რომელშიც ამერიკელმა მონაწილეობა მიიღო, იანვრის Tour Down Under იყო ავსტრალიის ტერიტორიაზე, სადაც ლენსმა მოკრძალებული 65-ე ადგილი დაიკავა.
პირველად არმსტრონგმა კარიერის დასრულების შესახებ 2005 წელს, ტურ დე ფრანსის მეშვიდედ მოგების შემდეგ გამოაცხა
ლენსმა ვერც ერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. 2009 წელს ტურზე მესამე ადგილი დაიკავა, 2010 წელს კი 23-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. გარდა ამისა, ბოლო სამ წელიწადში პრესაში არაერთი პუბლიკაცია გაჩნდა იმის შესახებ, რომ არმსტრონგი სისტემატურად იყენებდა დოპინგს.
არმსტრონგმა აღნიშნა, რომ მას მართლაც შეეძლო "ტურ დე ფრანსის" მერვედ მოგება, მაგრამ ავარიები და ველოსიპედის გაუმართაობა უშლიდა ხელს.
ამერიკელმა პირველად ტურ დე ფრანსი 1999 წელს მოიგო და ტიტული ექვსჯერ შეინარჩუნა. მისი მთავარი გამარჯვებები გუნდ US Postal-ის რიგებში გამოსვლას უკავშირდება. დიდ სპორტში დაბრუნების შემდეგ არმსტრონგი "ასტანასა" და RadioShack-ის ღირსებას იცავდა.