დახვეწილი დიზაინისა და შესაძლებლობების მქონე მე-5 თაობის ახალი Land Rover Discovery უკვე საქართველოშია

AutoSharing Option
Land Rover-ის ავტომობილების ექსკლუზიურმა დილერმა საქართველოში "ჯი თი მოტორსმა" საზოგადოებას ახალი, შვიდადგილიანი, Land Rover დისქავერი წარუდგინა.

შეუდარებელი ტექნოლოგიებისა და ინტერიერის მქონე ავტომობილის პრეზენტაცია ლისის ტბაზე გაიმართა.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გემოვნებიანი მუსიკის ფონზე შეეფასებინათ ახალი Land Rover დისქავერი, დაეთვალიერებინათ მანქანის ინტერიერი და ენახათ, თუ როგორ ლახავს ახალი ყველგანმავალი უგზოობის ბარიერებს.

Sportall.Ge

ავტომობილი, რომლის ფასი 54.890 ევროდან იწყება, შეუდარებელი შესაძლებლობებისა და ტექნოლოგიის მქონეა. მისი არქიტექტურა უზრუნველყოფს ყველგანმავლის მსოფლიოში საუკეთესო პოტენციალს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ალუმინის მსუბუქი კონსტრუქცია 480 კგ-ს ზოგავს.

ახალი Land Rover დისქავერი
სრული ზომის, სამრიგიანი და შვიდადგილიანი საუკეთესო საოჯახო ავტომობილია. Land Rover-ის სრულგანზომილებიანი ყველგანმავალი ტექნოლოგია მსოფლიოში საუკეთესო შესაძლებლობებს ნებისმიერი რელიეფის პირობებში უზრუნველყოფს. ის აღჭურვილია ცხრაზე მეტი USB პორტით და ექვსი 12-ვოლტიანი წერტილით.

Sportall.Ge

მეხუთე თაობის მოდელს შეთავსებული აქვს Land Rover-ის ძლიერი, უსაფრთხო და მსუბუქი სრულგანზომილებიანი ჯიპის წყობა.

"სრულიად ახალი დისქავერი ახდენს დიდი ჯიპების გარდასახვას. Land Rover-ის საპროექტო და საინჟინრო ჯგუფებმა რევოლუცია მოახდინეს დისქავერის დნმ-ში და შექმნეს უსაზღვროდ სასურველი, საოცრად მრავალფეროვანი და დიდი შესაძლებლობების პრემიუმკლასის ყველგანმავალი. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რადიკალური გარდასახვა დიზაინის კუთხით დისქავერის ოჯახს ახალი მომხმარებლების ფართო სპექტრს შესძენს.

Sportall.Ge

ჩვენი ავტომანქანები ადვილად ცნობადია და მასში ის ღირებულებებია გაცოცხლებული, რომლებიც ძვირფასია Land Rover-ის მომხმარებლისთვის. სრულიად ახალი დისქავერი გამოირჩევა უნაკლო ხმით და პროპორციებით, დახვეწილი ზედაპირითა და ზუსტი დეტალებით, რომლებიც ლამაზად ერწყმის საინჟინრო მთლიანობას და ქმნის პრემიუმ კლასის ჯიპს, რომელიც ადვილად მოხიბლავს თანამედროვე მომხმარებელს" - განაცხადა Land Rover-ის მთავარმა დიზაინერმა ჯერი მაკგოვერნმა.

Sportall.Ge

ახალი Land Rover-ის პრეზენტაციას დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი დაესწრო. მან სტუმრებს სიტყვით მიმართა:

"Land Rover-ის მანქანები ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე იკონური და უმაღლესი ხარისხის ბრენდია. ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს ჩვენება საქართველოში მიმდინარეობს და იმედი მაქვს, რომ საქართველოში მალე იქნება წარმოდგენილი ამ ბრენდის სხვა მანქანებიც" - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

Sportall.Ge

"ახალი Land Rover Discovery არის საქართველოში და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, იმიტომ, რომ ეს არის მართლაც გამორჩეული ავტომობილი თავისი ისტორიითა და შესაძლებლობებით. ახალმა მოდელმა უდიდესი პროგრესი განიცადა. ბრიტანელები მას საუკეთესო ყველგანმავლად მოიხსენიებენ.

Auto Bild-მა ეს მანქანა უკვე გატესტა და საუკეთესო შეფასება დაუწერა, რადგან ის არის გაცილებით კომპეტენტური, ვიდრე მისი წინამორბედი. ის, პირველ რიგში, გამოირჩევა დახვეწილი სტილით და არის გამორჩეული Off Road-ელი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი Land Rover Discovery ერთ-ერთი საუკეთესო ყველგანმავალია" - განაცხადა Auto Bild-ის მთავარმა რედაქტორმა შაკო ბუაჩიძემ ახალი Land Rover Discovery-ს შეფასებისას.

ავტორი: ეკა გადახაბაძე

®️
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცხრაზე მეტი უესბე პორტი რა მატარებელია თუ ტროლეიბუსი თვითმფრინავი ვის რაში წირდება 9 პორტი და მისი წინამორბედი უფრო ლამაზი როგორც ვიზუალურად ასევე სალონიც უკეთესი ქონდა
აბც
22:52 20-05-2017
0
ვისი ხეირია მერე ეს ნახშირწყალბადზე მომუშავე ნიანგი მერე? დიდი მიღწევა ეგ კი არის რომ საქართველოში ვიღაცას ექნება ეს პონტების ჯართი.
მეორე საქმეა რომ ტესლას ან ბიდ-ის ან ტოიოტა მიურეის ავტომობილები შემოვიდეს.
Varia
10:51 19-05-2017
0

სიახლეები პოპულარული