როგორც ირაკლი მეძმარიაშვილმა აღნიშნა, 23 დეკემბრის არჩევნებში არაუფლებამოსილმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა, რაც კანონდარღვევით მოხდა.
მისივე თქმით, არჩევნებში, მიუხედავად იმისა, რომ გარე ჩარევების გარეშე ჩატარდა, მოხდა დარღვევები, რაც აუცილებლად უნდა გაესაჩივრებინა საქალაქო სასამართლოში.
მეძმარიაშვილის თქმით, ის განცხადება, რომ აღნიშნული სარჩელი ზიანს აყენებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
ირაკლი მეძმარიაშვილთან ერთად პრესკონფერენცია გამართა მისმა იურისტმა როინ მიგრიაულმა. მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების თაობაზე, გასაჩივრებული აქვს მეორე მხარეს და საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მას შემდეგ დაბრუნდება, რაც სააპელაციო სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა სეოკ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის, ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა.
ირაკლი მეძმარიაშვილი სარჩელით არჩევნების შედეგების გაბათილებას ითხოვს. მეძმარიაშვილის აზრით, არჩევნებში ხმის უფლებით ვინც სარგებლობდა, გარკვეულ რაოდენობას ჰქონდა პრობლემები, როგორც იურიდიული, ასევე რეგისტრაციის თვალსაზრისით.
მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით