ამის მიზეზია მორბენალ ანტონინა კრივოშაპკას დოპინგ-სინჯის დადებითი შედეგი. მის გარდა, ფინალურ გარბენში მონაწილეობდნენ იულია გუშჩინა, ტატიანა ფიროვა და ნატალია ანტიუხი. კრივოშაპკას აკრძალული პრეპარატი დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ აღმოუჩინეს.
იმ გარბენში გამარჯვება ამერიკის ნაკრებმა მოიპოვა, მესამეზე გავიდა იამაიკა, მეოთხეზე - უკრაინა. ახლა, ეს ორ გუნდი, შესაბამისად, თითო საფეხურით წინ წაიწევს.
საინტერესოა, რომ 2008 და 2012 წლის ოლიმპიური თამაშების დოპინგ-სინჯების გადამოწმების შემდეგ,
"რუსი სპორტსმენები, რომელთა შედეგები ოლიმპიურ თამაშებზე საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გააუქმა, არ აპირებენ მიბაძონ უსაინ ბოლტს და დააბრუნონ მედლები", - განაცხადა რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენელმა ალექსანდრა ბრილიანტოვამ.
მისი თქმით, ამგვარი საქციელი გარკვეულ საფრთხეს შეიცავს, რადგან ის სპორტსმენები, რომლებიც მედლებს არ აბრუნებენ, შესაძლოა, ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"