ოლიმპიური ჩემპიონების კედელი

AutoSharing Option
გორის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩასთან მდებარე სკვერში საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონებისადმი მიძღვნილი კედელი გაკეთდა.

კედელზე გვერდიგვერდ ქართულ და ინგლისურ ენებზე ამოკვეთილია საქართველოს ყველა ოლიმპიური ჩემპიონის სახელი და გვარი, სახეობა, რომელშიც ოლიმპიური ოქრო მიიღო და მასპინძელი ქალაქი. ჩემპიონებს შორის ამ რეგიონის წარმომადგენელი ორია, ორივე ძიუდოისტი და ორივე შოთა, ჩოჩიშვილი და ხაბარელი.

გორელები უახლოეს მომავალში კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მსგავსი კედლის გაკეთებას აპირებენ (ესკიზი უკვე არსებობს), რომელზეც უკვე მხოლოდ აქაური ოლიმპიური მედალოსენებს მიეძღვნებათ. ესენი იქნებიან
შოთა ჩოჩიშვილი (1972, ოქრო, 1976 ბრინჯაო), შოთა ხაბარელი (1980, ოქრო), თემურ ხუბულური (1980, ვერცხლი), გიორგი თენაძე (1988, ბრინჯაო), გიორგი ვაზაგაშვილი (2000, ბრინჯაო), გიორგი გოგშელიძე (2008, ბრინჯაო) და ოთარ თუშიშვილი (2008, ბრინჯაო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული