დევიდ ბექჰემმა მთავარი მისია იუარა

AutoSharing Option
რა თქმა უნდა, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა შემდეგში მდგომარეობს - ვის ანდობენ ოლიმპიური სტადიონზე მთავარი ოლიმპიური ცეცხლის დანთებას.

ბოლო დროს ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ ეს მისია, შესაძლოა, სახელოვან ინგლისელ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს დააკისრონ.

ამ ჭორებს 13 ივლისს, თავად "ლოს ანჯელეს გელაქსის" ნახევარმცველი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი საპატიო მისიის შესასრულებლად მისი კანდიდატურის დასახელება შეცდომა იქნება.

ბექჰემის აზრით, ოლიმპიური ცეცხლი აუცილებლად ოლიმპიურმა ჩემპიონმა უნდა დაანთოს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საბუკმეიკერო კანტორებში ცეცხლის დანთებაზეც მიიღება ფსონები და ფავორიტი სწორედ დევიდ
ბექჰემი გახლავთ.

"გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიური ცეცხლი უნდა დაანთოს იმ ადამიანმა, რომელსაც თამაშებზე ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, - ამბობს ბექჰემი. - სამწუხაროა, რომ ოლიმპიურ საფეხბურთო ნაკრებში ვერ მოვხვდი.

მშობლიურ ქალაქში ოლიმპიადაზე საკუთარი ქვეყნის წარმოდგენა დიდი პატივი იქნებოდა ჩემთვის. მაგრამ ვერაფერს გავაწყობ, ცხოვრება გრძელდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული