ბოლო დროს ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ ეს მისია, შესაძლოა, სახელოვან ინგლისელ ფეხბურთელს დევიდ ბექჰემს დააკისრონ.
ამ ჭორებს 13 ივლისს, თავად "ლოს ანჯელეს გელაქსის" ნახევარმცველი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი საპატიო მისიის შესასრულებლად მისი კანდიდატურის დასახელება შეცდომა იქნება.
ბექჰემის აზრით, ოლიმპიური ცეცხლი აუცილებლად ოლიმპიურმა ჩემპიონმა უნდა დაანთოს. აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საბუკმეიკერო კანტორებში ცეცხლის დანთებაზეც მიიღება ფსონები და ფავორიტი სწორედ დევიდ
"გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიური ცეცხლი უნდა დაანთოს იმ ადამიანმა, რომელსაც თამაშებზე ოქროს მედალი აქვს მოპოვებული, - ამბობს ბექჰემი. - სამწუხაროა, რომ ოლიმპიურ საფეხბურთო ნაკრებში ვერ მოვხვდი.
მშობლიურ ქალაქში ოლიმპიადაზე საკუთარი ქვეყნის წარმოდგენა დიდი პატივი იქნებოდა ჩემთვის. მაგრამ ვერაფერს გავაწყობ, ცხოვრება გრძელდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"