ფიცის დადების სიმბოლური ცერემონია ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში 23 ივლისს გაიმართა და მასში, ნაკრების წევრებთან ერთად, მონაწილეობდნენ მწვრთნელები, ფედერაციების პრეზიდენტები, ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი.
ფიცის ტექსტი ოლიმპიური ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა წაიკითხა, რის შემდეგაც სპორტსმენებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი მოისმინეს (იხილეთ ვიდეო).
ქართველი ოლიმპიელებისთვის ლონდონის თამაშებზე გამგზავრების წინ ეს ერთ-ერთი ბოლო ოფიციალური ღონისძიება იყო თბილისში. დღესვე ოლიმპიურ დელეგაციას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიღებს; 25
წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 12 სახეობაში 35 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. გუნდის მედროშე და კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე იქნება. ნინო სალუქვაძე და მშვილდოსანი ქრისტინე ესებუა უკვე ლონდონში იმყოფებიან.
ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს გაიხსნება, მედლებისთვის ბრძოლაში კი პირველები ძიუდოისტები ჩაერთვებიან.
interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ლონდონში პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიემგზავრება
გია ნაცვლიშვილი: ლონდონიდან ქართველების 7-8 მედალს ველოდები