ქართველი ოლიმპიელების განრიგი 31 ივლისისთვის

AutoSharing Option
ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე 31 ივლისს 4 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს.

81 კგ წონით კატეგორიაში ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი შეჯიბრის 1/32-ფინალში ხორვატ ტომისლავ მარიანოვიჩს ჩვენი დროით 13:26 სთ-ზე დაუპირისპირდება.

13:40 სთ-ზე ოლიმპიადაში მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე ჩაერთვება. ჩვენებური საკვალიფიკაციო გაცურვის 200-მეტრიან მანძილზე მიიღებს მონაწილეობას.

ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით კი, ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი ჩვენი დროით 14:30 სთ-ზე შეჯიბრის მეორე წრეში რუს ნადია პეტროვას უნდა შეხვდეს. შეგახსენებთ, რომ ტატიშვილის შეხვედრები არაერთხელ გადაიდო და შეწყდა.

ამ წყვილში გამარჯვებული ბელარუს ვიქტორია აზარენკას (1) და
ესპანელ მარია ხოსე მარტინეს-სანჩესს (90) შორის უძლიერესს შეხვდება.

რაც შეეხება ქართველ მშვილდოსან ქრისტინე ესებუას, ის 1/32-ფინალში 15:02 სთ-ზე ჩილელ დენისე ვან ლამოენის შეხვდება.

როგორც იცით, 30 ივლისს ოლიმპიადის წყვილთა შეჯიბრს ანა ტატიშვილისა და მაკა ჩახნაშვილის დუეტი გამოეთიშა.

ასევე იხილეთ:
ანა ტატიშვილისა და მაკა ჩახნაშვილის წყვილმა ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა
ავთანდილ ჭრიკიშვილი - საკუთარი ბედის მჭედელი
ქრისტინე ესებუა "მგლების ხორუმში"
ქრისტინე ესებუამ ჩემპიონებს დაუმიზნა
ქრისტინე ესებუა: ლონდონში ოქროსთვის ვიბრძოლებ, მეორე ადგილი არ მაკმაყოფილებს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული