
45 კილოგრამამდე წონის, 65 სანტიმეტრის სიმაღლის რობოტი რადარის ფუნქციას ასრულებს, შეუძლია პულტის მეშვეობით გადაადგილება, ას კილოგრამამდე ფიზიკური დატვირთვის ატანა და წამში 0,7 მეტრი სიჩქარის განვითარება.
"პლასტუნების" შემოტანა რუსეთს 40-იდან 80 მილიონ რუბლამდე დაუჯდება. როგორც ფედერალური საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რობოტების გამოყენებას რუსეთი სოჭის ოლიმპიადაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აპირებს.