ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტია

AutoSharing Option
20 დეკემბერს თბილისში, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. დელეგატებმა სეოკ-ის პრეზიდენტად ოთხი წლის ვადით ლერი ხაბელოვი აირჩიეს.

საპრეზიდენტო არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა: სეოკ-ის პრეზიდენტი 2008-2012 წლებში გია ნაცვლიშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი და საქართველოს ნიჩბოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბეჟან ხურციძე.

ხმის უფლების მქონე 111 დელეგატიდან არჩევნებში 107-მა მიიღო მონაწილეობა. ლერი ხაბელოვს 59-მა მათგანმა დაუჭირა მხარი, გია ნაცვლიშვილს 43-მა, ბეჟან ხურციძეს კი 4-მა. ერთი ხმა გაუქმდა.

სეოკ-ის ახალმა პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას
თავისი გუნდიც წარუდგინა: პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, ვიცე-პრეზიდენტები ნინო სალუქვაძე და მამუკა ხაბარელი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.

ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მეხუთე პრეზიდენტია. 1989-1996 წლებში სეოკ-ს ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობდა, 1996-2004 წლებში - ჯანო ბაგრატიონი, 2004-2007 წლებში ბადრი პატარკაციშვილი, 2008 წლიდან დღემდე კი სეოკ-ის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი გახლდათ. 2007-2008 წლებში სეოკ-ის პრეზიდენტის მოვალეობას გოგი თოფაძე ასრულებდა.

არჩევნების დაწყებამდე გია ნაცვლიშვილმა სეოკ-ის ორდენებით დააჯილდოვა ოლიმპიური ჩემპიონები რომან რურუა, ვაჟა კაჭარავა და გალინა შარაბიძე. მანვე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამკერდე ნიშნები გადასცა ლონდონი 2012-ის ჩემპიონს ლაშა შავდათუაშვილს, ვერცხლისმედალოსნებს ლევაზ ლაშხს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და დავით მოძმანაშვილს და ბრინჯაოსპრიზიორებს მანუჩარ ცხადაიას, დათო მარსაგიშვილს და გიორგი გოგშელიძეს. სეოკ-ის სპეციალური ჯილდო გადაეცა ფარმაცევტულ კომპანია "ავერსს".

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 4 /
გილოცავთ რუსეთის სახელით ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი ქართული ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარეა
ბარაქა
21:16 20-12-2012
0
ბარაქა,ერთ რჩევას მოგცემ მოკრძალებით,ეცადე რაც არ იცი იმაზე აზრის გამოთქმას ერიდო,ლერი ხაბელოვი არა რუსეთის არამედ საბჭოთა კავშირის სახელით გახდა ოლიმპიური ჩემპიონი,იმ ქვეყნის სახელით რომლის შემადგენლობაშიც ჩვენდა სამწუხაროდ შევდიოდით,იგივე ქვეყნის სახელით იმდენი ღირსეული ადამიანი გამხდარა ჩემპიონი რომ,მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს,სხვათაშორის იმ ოლიმპიადაზე სეულში სადაც,ლერი ჩემპიონი გახდა,ასევე გახდა ჩემპიონი სავარაუდოდ ოლიმპიური კომიტეტის შენი ფავორიტი კანდიდატის,"დიდი პატრიოტის"და ქართველის ნაცვლისშვილის მიერ არჩევის შემთხვევაში ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატი დავით გობეჯიშვილი,იმ ნაცვლიშვილის,ვინც აიძულებდა სხვადასხვა ნაკრებებს მის საკუთრებაში მყოფ ბაზებზე მომზადებულიყვნენ აუცილებლად.
daviti
22:11 20-12-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული