ქართველმა სპორტსმენებმა სპეციალურ ოლიმპიადაზე ოთხი ბრინჯაო მოიპოვეს

AutoSharing Option
სამხრეთ კორეის ქალაქი პიონჩანგი, სადაც 2018 წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშები გაიმართება, ერთი კვირის განმავლობაში ზამთრის მსოფლიო, მე-10 სპეციალურ ოლიმპიადას მასპინძლობდა.

შეჯიბრებაში ჯილდოებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების სპორტსმენები იბრძოლებენ.

საქართველოდან (დელეგაციის ხელმძღვანელი - სპეციალური ოლიმპიადის ეროვნული დირექტორი ჟანეტა გოცირელი, მწვრთნელი ზაზა იაშვილი) სპეცოლიმპიადაზე სამმა სპორტსმენმა იასპარეზა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქალთა ინტერმედიასლალომში მესამე იყო მსგავსი შეჯიბრებების დებიუტანტი მარიამ ხუციანიძე.

გიორგი სანაკოევმა სპეცოლიმპიადებზე პირველად 2005 წელს ნაგანოში მოსინჯა ძალები და გიგანტურ სლალომში ოქროს მედალი მოიპოვა. მსგავს წარმატებას მიაღწია მან აიდაჰოს შტატის (აშშ) ქალაქ
ბოისში.

პიონჩანგში კი ორ ბრინჯაოს დასჯერდა გიგანტურ და სპეციალურ სლალომში.

გამოცდილი სპორტსმენია გიორგი კიკნაძეც: ნაგანოში ის მესამე იყო, ამერიკაში მეოთხე-მეხუთე ადგილები გაიყო. პიონჩანგში ისევ ავიდა კვარცხლბეკზე, ოღონდ ამჯერადაც მესამეზე - სპეციალურ სლალომში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული