ემზარ ზენაიშვილი: საქართველო ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის ისევ იბრძოლებს

AutoSharing Option
ИТАР-ТАСС-ის ინფორმაციით, საქართველო კიდევ ერთხელ შეეცდება, ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა მოიპოვოს.

ამის შესახებ სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა მოსკოვი-თბილისის ტელეხიდის დროს განაცხადა.

"ჯერ კიდევ საბჭოთა დროს ბევრი ამბობდა, რომ ბაკურიანს ოლიმპიადის ჩატარება მოუხდებოდა. ეს ადგილი, უბრალოდ, საოცარია. ახლა იქ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტია. ჩვენს გეგმებშია, მთელი ბორჯომის რაიონი გამოვიყენოთ, როგორც ეს სოჭშია - ოლიმპიადა უშუალოდ ქალაქში კი არა, არამედ მის შემოგარენში, ადლერსა და კრასნაია პალიანაში გაიმართება", - განაცხადა ზენაიშვილმა.

მოსკოვი-თბილისის ტელეხიდს "ოლიმპიადა: ერთად სპორტული გამარჯვებებისთვის" ეწოდებოდა.

ზენაიშვილს არ დაუკონკრეტებია, რომელი
წლის ოლიმპიადის მასპინძლობას შეეცდება საქართველო.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობაზე წარადგინა განაცხადი, თუმცა ბორჯომი 2014 აპლიკანტი მასპინძელი სტატუსს არ გასცილებია. სოკ-მა სამ კანდიდატს შორის ის არ შეიყვანა. საბოლოოდ კი სოჭის კანდიდატურამ იმარჯვა.

ასევე იხილეთ:
მამუკა ხაბარელი: ბაკურიანში სპორტს ავაღორძინებთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული