2001 წელს სოკ-ის პრეზიდენტის პოსტზე ხუან ანტონიო სამარნჩი ჟაკ როგემ შეცვალა და სწორედ ბელგიელმა შეძლო, ბოლო წლების ფინანსური კრიზისის მიუხედავად, გაეზარდა აქტივების ღირებულება 105 მილიონიდან 901 მილიონამდე. სწორედ ეს მაჩვენებელი დაფიქსირდა 2012 წლის 31 დეკემბრისთვის.
"ასეთი ფინანსური სოლიდურობა შესაძლებელი გახდა სპონსორული კონტრაქტებისა და სატელევიზიო უფლებების გაყიდვის წყალობით", - განაცხადა როგემ სააგენტო "როიტერთან" კომენტარში.
ჩინეთმა იაპონიას არ მიულოცა
ჩინეთმა უარი თქვა, მიელოცა იაპონიისთვის ტოკიოს გამარჯვება
"ჩვენ ვიცით საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ, - ამბობს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰონგ ლეი. - ჩვენ ბევრჯერ ვთქვით, რომ ძალიან ყურადღებით ვეპყრობით იაპონიასთან ურთიერთობას. ამ მომენტისთვის ვითხოვთ, რომ მათ ობიექტურად შეხედონ ფაქტებსა და ისტორიას. ჩინეთი და იაპონია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრები არიან და ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ მათ ოლიმპიადის ჩატარების გამოცდილება".
კითხვაზე, მიულოცა თუ არა ჩინეთმა იაპონიას ეს გამარჯვება, ლეიმ პასუხს თავი აარიდა და შესთავაზა ჟურნალისტს, ეს კითხვა ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტისთვის დაესვათ. თავის მხრივ, ამ ორგანიზაციასაც არ გაუვრცელებია მილოცვა და უპასუხა, რომ ამ მომენტისთვის მზად არ არის არანაირი კომენტარისთვის.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უკვე მრავალი წელია დაძაბულია საკამათო ტერიტორიების გამო. კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ იაპონიამ არ აღიარა თავისი საომარი დანაშაული ჩინეთის მიმართ მეორე მსოფლიო ომის დროს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ამომავალი მზის ოლიმპიადა