ლერი ხაბელოვი: თუ სოჭის ოლიმპიადის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიზრდება, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს

AutoSharing Option
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ლერი ხაბელოვის განცხადებით, თუკი სოჭის ოლიმპიადის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიზრდება, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ოლიმპიურმა კომიტეტმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო და ამის წინააღმდეგ არავინ წასულა.

ჩვენ ამ საკითხს მთლიანად სპორტულ ჭრილში განვიხილავთ, მაგრამ თუ მასთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკურ ნაწილში გადაიზრდება და პოლიტიკური თემა გახდება, შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს",
- განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლერი ხაბელოვმა.

ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტის კომიტეტებში ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ იყო საუბარი სოჭის ოლიმპიადის საქართველოს მხრიდან ბოიკოტირების
თაობაზე.

ამასთან დაკავშირებით ლერი ხაბელოვი ფიქრობს, რომ ბოიკოტს ეფექტი და აზრი აქვს მაშინ, თუკი ამას რამდენიმე ქვეყანა გააკეთებს და საქართველო ამ პროცესში მარტო არ იქნება.

წყარო: interpressnews.ge

ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე აგვისტოს ომის "გმირი" რუსი სამხედრო მფრინავი გახდა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოიკოტი შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ ხომ შეიძლება უბრალოდ არ წახვიდე?
მაგრამ რას იზამ როცა ქართული ცეკვის ანსამბლები ერთმანეთს ასწრებენ რუსეთში წასვლას. არა მე და არა მეო. ისე იცოცხლე რომ კითხო მაგარი პატრიოტები არიან.
ramo
13:30 07-10-2013
0
გადაიზარდა უკვე პოლიტიკურ ჭრილში და საერთოდ ყოველთვისაც პოლიტიკური იყო.
ის დამოკიდებულება რომ პოლიტიკა და ოლიმპიადა სხვადსხვა სფერობია, მსუბუქად რომ ვთქვათ დოყლაპიობა და თავის მოტყუებაა. მაგალითებს არ ჩამოვთვლი, ყველამ იცით.
ეს ბოლო ფაქტი რომ რუსებმა ვაიაკა დააყენეს მეჩირაღდნედ ოლიმპიადის ფილოსოფიას არ ეწინააღმდეგება? სულაც არაა საჭირო მაინცადამაინც ცხინვალზე პედალირება. მოქმედი ვაიაკაა და მორჩა. მემგონი საკმარისია იმისათვის რომ უარი თქვას ოლიმპიადაზე, მითუმეტეს ჩვენთვის უნდა იყს საკმარისი.
თუ ერთი ადგილი აქვს ჩვენს ოლიმპიურ კომიტეტს, არგუმენტი თავად რუსებმა მოგვცეს.
არაა საჭირო გამოტირება ოლიმპიურ სპორტზე და ასე შემდეგ. თუ ქვეყანა არ გვექნება, ოლიმპიადაც გვერძე დაგვრჩება და სხვა ჩემპიონატებიც და მერე ივიშვიშეთ სპორცმენებო . . .
ისე რომ სიტყვა თქვენზეა, სპორცმენებს მივნართავ. ოლიმპიური კომიტეტი თქვენზეა დამოკიდებული.
დათო
18:45 07-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული