"ოლიმპიურმა კომიტეტმა სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო და ამის წინააღმდეგ არავინ წასულა.
ჩვენ ამ საკითხს მთლიანად სპორტულ ჭრილში განვიხილავთ, მაგრამ თუ მასთან დაკავშირებული საკითხები პოლიტიკურ ნაწილში გადაიზრდება და პოლიტიკური თემა გახდება, შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლერი ხაბელოვმა.
ამასთან, მისივე თქმით, პარლამენტის კომიტეტებში ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ იყო საუბარი სოჭის ოლიმპიადის საქართველოს მხრიდან ბოიკოტირების
ამასთან დაკავშირებით ლერი ხაბელოვი ფიქრობს, რომ ბოიკოტს ეფექტი და აზრი აქვს მაშინ, თუკი ამას რამდენიმე ქვეყანა გააკეთებს და საქართველო ამ პროცესში მარტო არ იქნება.
წყარო: interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე აგვისტოს ომის "გმირი" რუსი სამხედრო მფრინავი გახდა [VIDEO]
მაგრამ რას იზამ როცა ქართული ცეკვის ანსამბლები ერთმანეთს ასწრებენ რუსეთში წასვლას. არა მე და არა მეო. ისე იცოცხლე რომ კითხო მაგარი პატრიოტები არიან.
ის დამოკიდებულება რომ პოლიტიკა და ოლიმპიადა სხვადსხვა სფერობია, მსუბუქად რომ ვთქვათ დოყლაპიობა და თავის მოტყუებაა. მაგალითებს არ ჩამოვთვლი, ყველამ იცით.
ეს ბოლო ფაქტი რომ რუსებმა ვაიაკა დააყენეს მეჩირაღდნედ ოლიმპიადის ფილოსოფიას არ ეწინააღმდეგება? სულაც არაა საჭირო მაინცადამაინც ცხინვალზე პედალირება. მოქმედი ვაიაკაა და მორჩა. მემგონი საკმარისია იმისათვის რომ უარი თქვას ოლიმპიადაზე, მითუმეტეს ჩვენთვის უნდა იყს საკმარისი.
თუ ერთი ადგილი აქვს ჩვენს ოლიმპიურ კომიტეტს, არგუმენტი თავად რუსებმა მოგვცეს.
არაა საჭირო გამოტირება ოლიმპიურ სპორტზე და ასე შემდეგ. თუ ქვეყანა არ გვექნება, ოლიმპიადაც გვერძე დაგვრჩება და სხვა ჩემპიონატებიც და მერე ივიშვიშეთ სპორცმენებო . . .
ისე რომ სიტყვა თქვენზეა, სპორცმენებს მივნართავ. ოლიმპიური კომიტეტი თქვენზეა დამოკიდებული.