მისი განმარტებით, ოლიმპიური ქარტიის ან საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დებულებების დარღვევისთვის გათვალისწინებულია სანქციები, თუმცა ქარტიაში ნათქვამი არ არის, რომ ქვეყანა, რომელიც ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, ოლიმპიური ოჯახიდან ავტომატურად მოიკვეთება.
"ამ შემთხვევაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (სოკ) აღმასრულებელი საბჭო შეიკრიბება და იმსჯელებს, საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კი ვერდიქტი იქნება. კონკრეტულად გაწერილი სანქციები არ
მისი ინფორმაციით, ოლიმპიური ოჯახიდან ქვეყნის მოკვეთა, ძირითადად, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობაში უხეში პოლიტიკური ჩარევისას ხდება.
ამ ეტაპზე, კახა ბერიძის განმარტებით, აღნიშნული მოტივით მოკვეთილია ინდოეთი.
"ეს მკაცრად არის მითითებული. თუ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტის საქმიანობაში მთავრობა უხეშად ჩაერევა, ამ შემთხვევაში ჩვენი მოკვეთაც მოხდება. თუ საქართველო სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარს იტყვის, მოტივი უნდა დაასაბუთოს. სოკ-იც მიხვდება მიზეზს, რატომ არ წავალთ. თუმცა, ეს სულ სხვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა - იგივეა, რაც 1980 წელს - ამერიკამ და 1984 წელს საბჭოთა კავშირმა მიიღეს.
აქ საუბარია იმაზე, რომ არ მოგწონს ან პოლიტიკურ ნიადაგზე ეს შენთვის მიუღებელია და არ მიდიხარ. სოჭში თუ არ წავალთ, დიდი ალბათობით, არ მოვიკვეთებით, თუმცა ეს დამოკიდებულია სოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაზე", - განმარტა კახა ბერიძემ.
რაც შეეხება ოლიმპიური ქარტიის, მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის ან ნებისმიერი სხვა დებულების დარღვევის შემთხვევებს, მათთვის განკუთვნილი სანქციები ოლიმპიური ქარტიის 23-ე პუნქტშია გაწერილი.
წყარო: interpressnews.ge
ასევე იხილეთ:
ლერი ხაბელოვი: თუ სოჭის ოლიმპიადის საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიზრდება, მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს