ალბათ, საინტერესოა, რას ფიქრობენ სოჭის ოლიმპიადის ბოიკოტის საკითხზე ოლიმპიური ჩემპიონები.
2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის აზრით, ახლა რაიმეს გადაწყვეტა, როგორც ხელისუფლების, ისე სპორტსმენების მხრიდან ნაადრევი იქნება:
"ახლა ვერ გაგცემდით პასუხს, წავიდოდი თუ არა სოჭში, მე რომ
ვფიქრობ, ახალმა ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა განაცხადა, პროცესს დავაკვირდებითო. ჯერ კიდევ ოთხი თვე გვაქვს დრო და სჯობს, სპორტსმენებმაც და ხელისუფლებამაც მოგვიანებით მიიღონ გადაწყვეტილება.
რაც შეეხება რუსეთის ამ ქმედებას, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან მათ უკვე მიიღეს გაფრთხილება. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მოკლე, მაგრამ მკვეთრი იყო. ამიტომ დაველოდოთ, რა მოხდება".
მარი ონეზაშვილი
ხათუნა ჩიგოგიძე
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)
ასევე იხილეთ:
ელენე გედევანიშვილი: რუსებისგან წყენა ისევ მახსოვს