ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე.
ალბანეთში მიმდინარე იუნიორ და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა, ოლიმპიური ჩემპიონის, გიორგი ასანიძის ვაჟმა კახი ასანიძემ 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით (U23) ევროპის ჩემპიონობა გუშინ იზეიმა. დღეს კი ევროპის ჩემპიონის ტიტული მისმა ძმამ - საბამაც მოიპოვა.
მის ანგარიშზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია! ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით, ფიცარნაგზე 81
კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ორი წევრი გამოვიდა. ატაცში საბა ასანიძემ 140/144/146 კილოგრამი დაძლია და ვერცხლის მედალი მოიპოვა! ძალოსანმა აკვრაში 175/182 ძლევით ოქროს მედალი დაისაკუთრა! ასევე უმაღლესი სინჯის მედალი აქვს ორჭიდის ჯამში მოგროვილი 328 კილოგრამითაც. ნიკოლოზ ესართიამ 137/141 კგ დაძლია და ატაცში მე-6 ადგილი დაიკავა. ძალოსანმა აკვრაში თავი 171/177 კილოგრამს გაართვა და მე-4 ადგილი ერგო, ორჭიდში მოგროვილი 318 კილოგრამით კი - მე-5.
მის ანგარიშზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია! ალბანეთში მიმდინარე იუნიორ ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე U20 ნაკრების მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ლომთაძის ხელმძღვანელობით, ფიცარნაგზე 81
გიორგი ასანიძის მეუღლე თეა კოტუა სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:
"სამი ოქრო მყავს სახლში!!! პირველ რიგში Giorgi Asanidze შენ მინდა მადლობა გადაგიხადო ამ ყველაფრისთვის, ამ ბედნიერებისთვის მერე ვუხდი ჩემს შვილებს Kaxi Asanidze Saba Asanidze მადლობა, დე, რომ მყავხართ და ჰყავხართ ქვეყანას".

წყარო: ambebi.ge