საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი სოჭშის ოლიმპიადასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი 2014 წელს სოჭში დაგეგმილი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 2013 წლის 2 მაისის სესიაზე საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის წევრებმა ერთსულოვნად მიიღეს გადაწყვეტილება, გაეგზავნა სპორტსმენები სოჭის თამაშებზე, რადგან სპორტი მშვიდობისა და ერთიან სივრცეში თანაცხოვრების სიმბოლოა.

ეს გადაწყვეტილება მაშინვე გარკვეული პროვოკაციების მიზეზი გახდა.

"საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი" გმობს იმ ფაქტს, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მეჩირაღდნე ომის მონაწილე ადამიანი უნდა იყოს, ვინც მოსახლეობას ბომბავდა და სისხლს ღვრიდა. მშვიდობიანი თამაშების წინამძღოლი არ უნდა იყოს პიროვნება, რომელიც ომისა და აგრესიის
სიმბოლოა, ჩვენ ამ არასპორტულ მიდგომას მივიჩნევთ რუსეთის მიერ დაგეგმილ მიზანმიმართულ პროვოკაციად და ვაპროტესტებთ.

თვალნათლად ჩანს, რომ დღეს რუსეთის მიერ გათვლილმა ნაბიჯმა მიზანს მიაღწია.

საქართველოს პოლიტიკური ძალები ცდილობენ ურთიერთდაპირისპირების მიზეზად აქციონ სოჭის ოლიმპიადა, რათა გარკვეული ქულები დაიგროვონ პოლიტიკურ არენაზე და გააღრმავონ არსებული ბზარები", - ნათქვამია განცხადებაში.

ოლიმპიელთა კლუბი ყველა მხარეს მოუწოდებს, გვერდზე გადადონ პირადი და პარტიული ინტერსები, შეწყვიტონ ამ თემით საზოგადოებაზე ზემოქმედება და გაიაზრონ, საქართველოსთვის თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამჟამად მიმდინარე დაპირისპირებას საერთაშორისო სპორტულ არენაზე.

"საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი მსოფლიო სპორტული ოჯახის ნაწილია.

2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით ჩვენმა ქვეყანამ აიღო ვალდებულება, ოლიმპიურ თამაშებში სპორტსმენების გაგზავნით ხელი შეუწყოს მშვიდობას მთელ მსოფლიოში და კიდევ ერთხელ დაადასტუროს, რომ სპორტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკოსების ვაჭრობის საგანი.

სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი", - აღნიშნულია განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული