"საქართველოში ზოგიერთი ძალის განზრახვა, ქვეყანამ ბოიკოტი გამოუცხადოს სოჭის ოლიმპიურ თამაშებს - ეს, პირველ რიგში, ქართველ სპორტსმენებზე დარტყმაა, რომლებიც ბოლო წლები ამ მოვლენისთვის ემზადებიან.
მართალია, ზამთრის სპორტის სახეობებში საქართველოს ნაკრები - ძალიან მცირეა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პოლიტიკოსების მოგონილი მოტივების გამო სპორტსმენებსა და მთელ ქვეყანას ეს ზეიმი უნდა წაერთვათ. მით უფრო, რომ ქართველ სპორტსმენებს რუსეთში ნამდვილად ელოდებიან. სპორტი პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,
ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ფოტოსაც აქვეყნებს, რომელზეც ოლიმპიური ჩირაღდანი უჭირავს და მაისური აცვია წარწერით: "საქართპელო - რუსეთი".
2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები 7 თებერვალს სოჭში ჩატარდება. საქართველოს სახელით ოლიმპიადაში 4-მა სპორტსმენმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.
Ambebi.ge