უკრაინა 2022 წლის ოლიმპიადისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
უკრაინამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ აპირებს, იბრძოლოს 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლობისთვის. თამაშების ჩატარების ადგილი უნდა გახდეს კარპატის რეგიონი.

უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა დეკლარაციას, რომელიც უკრაინელთა გეგმებს უსვამს ხაზს. დოკუმენტი გადაეგზავნა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს.

დეკლარაციას ხელს აწერენ: უკრაინის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ ვიკული, უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი სერგეი ბუბკა და ლვოვის მერი ანდრე სადოვი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა პირველად 2022 წლის ოლიმპიადის ორგანიზებაზე 2010 წელს გამოაცხადა. ქვეყნის მთავრობას სურს, რომ თამაშებს უმასპინძლოს ლვოვმა და კარპატის რეგიონში განთავსებულმა სამთო
კურორტებმა.

წესის თანახმად, 2022 წლის ოლიმპიადის მასპინძლობის მსურველმა ქვეყნებმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში საბოლოო განაცხადი 2015 წლის იანვრამდე უნდა წარადგინონ. მასპინძელი ქალაქის არჩევნები 2015 წლის 31 ივლისს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული