რუსეთში სოჭი 2014-ს ეროტიკული კალენდარი მიუძღვნეს [PHOTO]

AutoSharing Option
სანამ საქართველოში ვმსჯელობთ, უნდა მივიღოთ თუ არა მონაწილეობა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში, რუსეთში ამ მოვლენას ეროტიკული კალენდარი უკვე მიუძღვნეს.

კალენდარი მხატვარმა-ილუსტრატორმა ანდრეი ტარუსოვმა შექმნა და ის თემატურად სპორტსაც მოიცავს, სექსუალობასაც, საბჭოთა პლაკატის სტილსაც და ამერიკულ პინ-აპსაც.

ერთი სიტყვით, კალენდარი სახალისო სურათებითა და ლოზუნგებითაა წარმოდგენილი, თუმცა რუსეთის ოლიმპიურმა კომიტეტმა იდეა დაბლოკა, ავტორს კი მასში ოლიმპიური სიმბოლიკის გამოყენება დაუშალა.

საორგანიზაციო კომიტეტში, ალბათ, სოჭის ოლიმპიადისთვის თავიანთი ეროტიკული კალენდრის შექმნას გეგმავენო, - ხუმრობენ რუსეთში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული