საქართველოს ოფიციალური დელეგაცია სოჭის ოლიმპიადაზე არ გაემგზავრება

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია არ გაემგზავრება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია RT-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

"მთავრობა სოჭში არ გაემგზავრება. წავლენ მხოლოდ სპორტსმენები და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობა", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აღნიშნული ინტერვიუ ირაკლი ღარიბაშვილთან RT-ის ჟურნალისტმა სოფო შევარდნაძემ ჩაწერა.

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული