სოჭი 2014: ომი მედლებისთვის

AutoSharing Option
სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე ორ თვეზე ოდნავ მეტი რჩება და ერთ-ერთმა ნორვეგიულმა გაზეთმა ნოემბერში ზამთრის სახეობებში მსოფლიოს თასზე ჩატარებული ეტაპების შედეგები შეაჯამა და გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადანაწილდეს მედლები სოჭში. ნორვეგიელებმა შეადგინეს მედლების საშუალედო ცხრილი და ის ყოველ კვირას შეიცვლება.

ახლა ვნახოთ, რომელი ქვეყანა გახდებოდა ოლიმპიადის გამარჯვებული, ზამთრის თამაშები 2013 წლის 2 დეკემბერს რომ დასრულებულიყო.

როგორც გითხარით, ცხრილში, ძირითადად, გათვალისწინებულია ნოემბრის შედეგები, მაგრამ აქვე შეტანილია აგვისტოში სნოუბორდში ჩატარებული ეტაპი. ზაფხულში ახალ ზელანდიაში გაიმართა შეჯიბრებები სლოუპსტაილსა და ჰალფპაიპში და
ჯერჯერობით ეს არის მსოფლიოს თასის ერთადერთი ეტაპი სნოუბორდისტებისთვის.

1. აშშ (9 ოქრო, 5 ვერცხლი, 7 ბრინჯაო)
ამერიკელები პირველები არიან ოქროს რაოდენობით, მაგრამ მედლების საერთო რიცხვით არ ლიდერობენ. სნოუბორდის ზაფხულის ეტაპი ძალიან დაეხმარა აშშ-ის ნაკრებს - მაშინ ამ ქვეყნის სპორტსმენებმა 2 ოქრო და ერთი ბრინჯაო აიღეს. ასევე, შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი ასტანაში გამართულ ეტაპზე ციგურებით მორბენლებმა - ყაზახეთში მათ 3 ოქრო და ერთი ვერცხლი დაისაკუთრეს. კიდევ ორი მოგება იყო შორტ-ტრეკში.

გაიბრწყინა ამერიკელმა ბობსლეისტმა სტივენ ჰოლკომბმა, რომელმაც ორი ოქრო მოიგო მსოფლიოს თასის ეტაპზე კანადის კალგარიში.

2. რუსეთი (5 ოქრო, 12 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)
მედლების საერთო რაოდენობით მასპინძლებმა ყველას აჯობეს. მთავარი კატეგორია - ვერცხლია. რუსებს მეორე ადგილი ჰქონდათ სათხილამურო რბოლაში (2), ბობსლეისა (3) და შორტ-ტრეკში (3). კარგად წარმოაჩინეს თავი რუსმა მოციგურავეებმა: ფიგურულ სრიალში ერთ-ერთ გრანპრიზე ორი ოქრო და ერთი ვერცხლი აიღეს, მორბენლებმა კი სამი ოქრო, 4 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს მსოფლიოს თასის ეტაპებზე. კარგ ფორმაშია შორტ-ტრეკის წარმომადგენელი ვიქტორ ანი, რომლის ანგარიშზე სამი მედალია.

3. გერმანია (5 ოქრო, 6 ვერცხლი, 5 ბრინჯაო)
მხოლოდ ერთი ვერცხლითა და ბრინჯაოთი უსწრებს გერმანია ნორვეგიას. გერმანელებისთვის ყველაზე წარმატებული სახეობაა - ციგაობა. საშინაო ეტაპზე ვინტერბერგში მასპინძლებმა მხოლოდ გუნდური რბოლა ვერ მოიგეს.

ბობსლეიში გერმანიამ მხოლოდ ერთი მედალი აიღო, ისიც ვერცხლი. კიდევ ორი ოქრო გერმანიას მოუტანეს ალიონა სავჩენკოსა და რობინ შოლკოვის წყვილმა და ორჭიდელმა მოთხილამურეებმა.

4. ნორვეგია (5 ოქრო, 5 ვერცხლი, 4 ბრინჯაო)
ნორვეგიელებმა მედლების ძირითადი ნაწილი თავიანთ საყვარელ სახეობებში დააგროვეს. იქ, სადაც თხილამურებია, არიან ნორვეგიელი "ვიკინგები" ბევრი გამარჯვებით. ჯერჯერობით ტურა ბერგერი მოთელვას გადიოდა ესტერსუნდში ბიატლონის ეტაპზე და იქ სპრინტში მეორე ნორვეგიელმა ან-კრისტიან ფლატლანდმა გაიმარჯვა.

ბრწყინვალენი იყვნენ ნორვეგიელები სათხილამურო რბოლაში: კუუსამოში მათ 2 ოქრო, 2 ვერცხლი და ერთი ბრინჯაო მიიღეს. კიდევ სამი მედალი (ერთი ოქრო) “ვიკინგებმა” სათხილამურო ორჭიდში მოიგეს.

5. ჩეხეთი (4 ოქრო)
ტოპ-ხუთეულის მთავარი სიურპრიზი. ძალიან წარმატებით გამოვიდნენ ბიატლონისტები, რომლებმაც ორჯერ მოიგეს ესტერსუნდში - მიქსტსა და ქალებს შორის ინდივიდუალურ რბოლაში. კიდევ ორი მოგება ჩეხებს სათხილამურო რბოლასა და ციგურებით სირბილში ჰქონდათ.

სხვები
- პოლონეთმა მოიგო ორი მედალი და ორივე ოქრო. ორივე ბრწყინვალე მოთხილამურის, იუსტინა კოვალჩიკის ანგარიშზეა.

- ჩინეთმა, პრაქტიკულად, ყველა მედალი შორტ-ტრეკში აიღო. იგივე შეიძლება ითქვას სამხრეთ კორეაზე - მას ამ სახეობამ 5 მედალი მოუტანა.

- ორივე ფრანგული ოქრო ბიატლონისტ მარტენ ფურკადის ანგარიშზეა.
- შოტლანდიელების ცხრილში ყოფნა ევროპის ჩემპიონატზე მამაკაცი და ქალი ქიორლინგისტების წარმატებით აიხსნება. ოქროს მედლები ამ სახეობაში შვედეთისა და შვეიცარიის ნაკრებებმა მოიგეს.

- შვეიცარიელები და ავსტრიელები, ტრადიციულად, ძლიერები იყვნენ ტრამპლინიდან ხტომასა და სამთო თხილამურებში.

ო ვ ბ ს
1. აშშ 9 5 7 21
2. რუსეთი 5 12 5 22
3. გერმანია 5 6 6 17
4. ნორვეგია 5 5 4 14
5. ჩეხეთი 4 0 0 4
6. იტალია 3 4 2 9
7. შვეიცარია 3 2 2 7
8. ავსტრია 2 3 5 10
9. საფრანგეთი 2 2 3 7
10. ს. კორეა 2 2 2 6
11. შვედეთი 2 2 1 5
12. ჩინეთი 2 1 2 5
13. პოლონეთი 2 0 1 3
14. კანადა 1 2 3 6
15. ჰოლანდია 1 1 2 4
15. ბრიტანეთი 1 1 2 4
17. იაპონია 1 1 1 3
18. ლატვია 1 0 0 1
19. შოტლანდია 0 1 1 2
20. სლოვაკეთი 0 1 0 1
21. ლიხტენშტაინი 0 1 0 1
22. უკრაინა 0 0 1 1
23. ესპანეთი 0 0 1 1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუსეთში სოჭი 2014-ს ეროტიკული კალენდარი მიუძღვნეს [PHOTO]
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული