ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლორან ფაბიუსმა წარმატებები უსურვა მომავალი ოლიმპიადის მონაწილეებს და განაცხადა, რომ არც ის და არც ქვეყნის პრეზიდენტი არ აპირებენ რუსეთში გამგზავრებას.
ევროპული პრესის აზრით, ოლანდის ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება რუსეთში გეი-პროპაგანდის აკრძალვასთან დაკავშირებულ სიტუაციას. ცნობილია, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი სექსუალური უმცირესობების ინტერესთა დაცვის აქტიური მებრძოლია.
* * *
ამასობაში გერმანულმა პრესამ დაწერა იმის შესახებ, რომ გერმანიის პრეზიდენტი იოახიმ გაუკი არ აპირებს სოჭის ოლიმპიადაზე დასწრებას. ასევე, ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს
სამაგიეროდ, ცნობილი გახდა, რომ იტალიის ოფიციალურ დელეგაციას სათავეში ჩაუდგება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ენრიკო ლეტა.
ნორტუგი ოლიმპიადას კარგავს
სათხილამურო რბოლაში ნორვეგიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ გუნდის მრავალწლიანი ლიდერი პეტერ ნორტუგი სოჭის ოლიმპიადაზე იასპარეზებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ტრონ ნისტადმა განუცხადა.
"იმ შედეგებიდან გამომდინარე, რომელიც მან ამ სეზონში აჩვენა, შეიძლება ითქვას, რომ პეტერმა ვერ შეასრულა ოლიმპიადისთვის შერჩევის კრიტერიუმები, - ამბობს ნისტადი. - ის ყველასთან თანაბარ პირობებში იმყოფება. ჩვენ ვიცით, რომ, როცა ნორტუგი ფორმაშია, ნებისმიერის დამარცხება შეუძლია, მაგრამ დღეს ის შორს არის ოპტიმალური კონდიციებისგან. ზაფხულში გადატანილი ავადმყოფობის გამო ნორტუგს ორი თვე არ უვარჯიშია და ახლა ბევრი უკლია ძველ შედეგებამდე. მაგრამ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის, რომ მის აქტივშია ორი ოლიმპიური ოქრო და ცხრა გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატებზე".
93 ტელეკომპანია, 123 ქვეყანა, მილიარდობით აუდიტორია
"სოჭი 2014"-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა დმიტრი ჩერნიშენკომ განაცხადა, რომ მომავალ ოლიმპიურ თამაშებს Super Hi-Vision-ის ფორმატში გააშუქებენ. ამ სისტემის გამოსახულება 16-ჯერ უფრო მკაფიოა, ვიდრე HD-ფორმატის. თანაც, უახლესი კამერებით გადაღებები იწარმოებს არა მხოლოდ ხმელეთზე, არამედ დირიჟაბლებიდან და ვერტმფრენებიდან. ასევე, მან დაამატა, რომ პრესის წარმომადგენლებისთვის შეიქმნება ყველა პირობა ოლიმპიადის სრულფასოვნად გასაშუქებლად.
"თამაშების ტრანსლაციის უფლება აქვს 93 ტელეკომპანიას და მათი სიგნალი მსოფლიოს 123 ქვეყანაში გავრცელდება. ამის წყალობით, ტელეაუდიტორიის საერთო რიცხვი რამდენიმე მილიარდი ადამიანი იქნება, - მოჰყავს "ინტერფაქსს" ჩერნიშენკოს სიტყვები. - თამაშების გასაშუქებლად გამოიყენებენ უახლეს კამერებს. მათი მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბაგირით, რელსებით... საქმეში ჩართული იქნება ვერტმფრენები და დირიჟაბლები. ახლა მედიაცენტრებში მიმდინარეობს ტრანსლაციის უფლების მქონე ტელეკომპანიების სამუშაო ზონების და სტუდიების მონტაჟი. აკრედიტებული პრესისთვის wi-fi უფასო იქნება. პირველად თამაშების ისტორიაში, ჟურნალისტებს შესთავაზებენ სამი ათასზე მეტ პლანშეტურ კომპიუტერს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ოლიმპიზმი. სოჭი 2014: ამჯერად, გერმანია