ცხრილის განახლების შემდეგ სოჭის ოლიმპიადაზე 14-14 ოქროს მედლით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ ნორვეგიასა და აშშ-ს, თუმცა სკანდინავიელები ამერიკელებს მედლების საერთო რიცხვით უსწრებენ.
ო ვ ბ ს
1. ნორვეგია 14 12 10 36
2. აშშ 14 8 8 30
3. კანადა 11 14 6 31
4. გერმანია 10 11 12 33
5. საფრანგეთი 6 3 5 14
6. რუსეთი 5 6 4 15
7. კორეა 5 5 4 14
8. ჰოლანდია 5 4 4 13
9. ჩინეთი 4 4 4 12
10. ავსტრია 3 8 9 20
11. შვეიცარია 3 5 1 9
12. შვედეთი 3 3 1 7
13. სლოვენია 3 2 2 7
14. იაპონია 2 3 3 8
15. პოლონეთი 2 0 2 4
* * *
სოჭის
მაზემ გაწყვიტა ურთიერთობა ვალტერ რონკონისთან და ახლა მასთან შვეიცარიელი სპეციალისტი მაურო პინი იმუშავებს. ტინას იმედი აქვს, რომ პინი დაეხმარება მას იმ ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრაში, რომელიც სლოვენიელს თან სდევს მთელი მიმდინარე სეზონის მსვლელობისას.
შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის მაზე მეექვსე ადგილზეა მსოფლიოს თასის საერთო ჩათვლაში. მას წლევანდელ სეზონში არც ერთი ეტაპი არ მოუგია.
ისევ რუსული დოპინგი
რუსი მოციგურავე ოქსანა ნაგალატი ერთი წლით არის დისკვალიფიცირებული დოპინგის გამოყენებისთვის. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მოციგურავეთა საერთაშორისო კავშირმა. როგორც რუსეთის ფიგურული სრიალის ფედერაციის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, ნაგალატიმ უკვე აღიარა აკრძალული პრეპარატის გამოყენება.
ფედერაციაში აცხადებენ, რომ ლაპარაკია გასახდომ პრეპარატზე, რომელიც სპორტსმენს ექიმმა ურჩია. ეს უკანასკნელი მოციგურავის ოჯახის მეგობარია და მას სპორტთან არანაირი კავშირი არ აქვს. სავარაუდოდ, ლაპარაკია პრეპარატ ფუროსემიდზე.
17 წლის ნაგალატი სპორტულ წყვილებში გამოდის მაქსიმ ბობროვთან ერთად. დადებითი დოპინგ-ტესტი სპორტსმენმა 14 სექტემბერს, სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში გამართული გრანპრის დროს ჩააბარა. იმ ტურნირზე რუსულმა წყვილმა მესამე ადგილი დაიკავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"