ქალებს შორის სიურპრიზი ის იყო, რომ პირველ სამეულში ვერ მოხვდა ამერიკელი ლინდსი ვონი, რომელიც ჩემპიონატის წინ, მსოფლიოს თასის ეტაპებზე ბრწყინვალე ფორმას აჩვენებდა. ვონმა მხოლოდ მეხუთე დრო დააფიქსირა და წამზე მეტი წააგო გამარჯვებულთან.
კარიერაში პირველად მოიგო სწრაფდაშვებაში ოქროს მედალი სლოვენიელმა ტინა მაზემ. 31 წლის მოთხილამურე ბივერ კრიკში ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება და დიდი შანსი აქვს იმისთვის, რომ ყველა დისციპლინაში მოიგოს მედალი. ასეთი რამ
მაზემ წინა დისციპლინაში - სუპერგიგანტში ვერცხლი მოიპოვა, ამჯერად კი ადგილი გაუცვალა ავსტრიელ ანა ფენინგერს, რომელმაც სუპერგიგანტი მოიგო, სწრაფდაშვებაში კი ვერცხლის მედალს დასჯერდა. მან მხოლოდ 2 მეასედი წამი დათმო მაზესთან. მესამე ადგილზე შვეიცარიელი ლარა გუტი გავიდა.
* * *
მამაკაცებს შორის კი პოდიუმის მთლიანი შემადგენლობა აღმოჩნდა მოულოდნელი. მაგალითად, მეორე ადგილზე გავიდა ამერიკელი ტრევის განონი, არადა, ბოლოს ამ ქვეყნის წარმომადგენელი სწრაფდაშვებაში მსოფლიოს ჩემპიონატის პოდიუმზე 2005 წელს იყო. ოქროს მედალი კი შვეიცარიელ პატრიკ კუენგს დარჩა, რაც მისი პირველი გამარჯვებაა ასეთი დონის ტურნირზე.
საერთოდ ვერ მოხვდა ათეულში ჩქაროსნულ დისციპლინებში სეზონის ლიდერი, ნორვეგიელი ჩეტილ იანსრუდი; ისევ მოეცარათ ხელი ავსტრიელებს - ამ ქვეყნის საუკეთესო წარმომადგენელი იყო სოჭის ოლიმპიადის ჩემპიონი მატიას მაიერი, რომელიც მე-12 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ იმავე 2005 წლის შემდეგ ავსტრიას სწრაფდაშვებაში არ ჰყოლია მსოფლიოს ჩემპიონატის პოდიუმზე არც ერთი წარმომადგენელი. ისიც დავამატოთ, რომ გუშინდელი რბოლის შემდეგ პირველ ათეულში სამ-სამი მოთხილამურე გაიყვანეს შვეიცარიელებმა და ამერიკელებმა.
სწრაფდაშვება
ქალები
1. ტინა მაზე (სლოვენ) - 1:45.89; 2. ანა ფენინგერი (ავსტრია) - +0.02; 3. ლარა გუტი (შვეიც) - +0.34; 4. ნიკოლ შმიდჰოფერი (ავსტრია) - +1.03; 5. ლინდსი ვონი (აშშ) - +1.05; 6. ელიზაბეტ გიორგლი (ავსტრია) - +1.06; 7. ნადია ინგლინ-კამერი (შვეიც) - +1.08; 8. დანიელა მერიგეტი (იტა) - +1.25; 9. ფაბიან სუტერი (შვეიც) - +1.29; 10. ვიქტორია რებენსბურგი (გერ) - +1.35...
კაცები
1. პატრიკ კუენგი (შვეიც) - 1:43.18; 2. ტრევის განონი (აშშ) - +0.24; 3. ბიტ ფოიცი (შვეიც) - +0.31; 4. სტივენ ნიმანი (აშშ) - +0.34; 5. გილერმო ფაიედი (საფ) - +0.39; 6. აქსელ ლუნდ სვინდალი (ნორ) - +0.45; 7. ონდრეი ბანკი (ჩეხ) - +0.56; 8. ადრიენ ტეო (საფ) - +0.63; 9. ენდრიუ ვაიბრეხტი (აშშ) - +0.67; 9. კარლო იანკა (შვეიც) - +0.67...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"