სოჭიდან აშშ-ის სპორტსმენების სასწრაფოდ ევაკუაციისთვის თვითმფრინავები მზადაა

AutoSharing Option
2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე აშშ-ში შეიმუშავეს საგანგებო გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუკი ტერაქტის ან მისი მოხდენის რეალური საფრთხის გამო სოჭიდან ამერიკელი სპორტსმენების მასობრივი ევაკუაცია გახდება საჭირო.

USA Today-ს ცნობით, ამ ქვეყნის სათხილამურო სპორტისა და სნოუბორდინგის ფედერაციამ კერძო დაცვის კომპანიასთან გააფორმა კონტრაქტი. სოჭის ოლიმპიადაზე ტერაქტების მოწყობის საშიშროების გამო დაიჯავშნა ხუთი თვითმფრინავი (თითო 200 მგზავრის ტევადობის), რათა საჭიროების შემთხვევაში, რუსეთიდან ათლეტების ევაკუაცია ექსტერნად განხორციელდეს.

როგორც კომპანიის ხელმძღვანელი დენ რიჩარდსი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ფირმა დიდი ხანია სათხილამურო სპორტის ფედერაციასთან თანამშრომლობს, უსაფრთხოების
მსგავსი ღონისძიებებისთვის არასდროს მიუმართავთ.

შეგახსენებთ, რომ 7 იანვრიდან სოჭში უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს მიმართეს - სამართალდამცავი ორგანოები უპილოტო თვითმფრინავებითა და მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტებით შეიარაღდნენ. ქალაქში წესრიგს კი 40 ათასი ჯარისკაცი და პოლიციელი გააკონტროლებს.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვაი თქვენს პატრონს! ერთმანეთი ვერ აგიტანიათ და რას ითხოვთ- ამერიკელებმა ან რუსებმა შეგიყვარონ. ვერ მოგართვეს სააკაშვილისა არ იყოს.
valiko
20:14 10-01-2014
0
Shoda
ადეკვატური ხარ საერთოდ?რატომ ლანძღავ ამერიკელებს?თუ დავალება მიიღე?
რუსეთში ქალწულები კვდებიან?თუ შენი გაგებით ვინ არის თახსირი?
akhali
18:03 10-01-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული