გერმანული ტელეკომპანია ARD-ის ჟურნალისტებმა მოსკოვში ფარული კამერით გადაიღეს ამ პრეპარატის შეძენის მომენტი იმ ადამიანისგან, რომელსაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელი უწოდეს.
ეს ნივთიერება ხელს უწყობს კუნთის მასის ინტენსიურ ზრდას, ხოლო პრეპარატის რაოდენობა, რომელიც საჭიროა სრული კურსის გასავლელად, 100 ათას ევროდ არის შეფასებული. ეს რეალიზატორის ინფორმაციაა.
დოპინგის განხრით გერმანელი ექსპერტის, მარიო ტევისის სიტყვებით, დღეს ამ პრეპარატის აღმოჩენა დოპინგ-ტესტებით შეუძლებელია.
"ახალ პრეპარატს ჯერ არ გაუვლია კლინიკური აპრობაცია და ის მხოლოდ ცხოველებზე გამოსცადეს. ამან
"ჩემთვის ეს შოკისმომგვრელია. გულუბრყვილოა ის, ვინც დაიჯერებს, რომ სოჭში ყველა ოლიმპიელი სუფთა იქნება, - აგრძელებს ჰაუმენი. - ბევრს ექნება იმის იმედი, რომ ამ სუბსტანციას ვერ აღმოაჩენენ".
მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო სოჭში დაახლოებით 2500 დოპინგსინჯის აღებას აპირებს, რაც სარეკორდო რაოდენობაა ზამთრის ოლიმპიადებზე. მაგრამ ბაზარზე ახალი პროდუქტის გამოსვლამ, შესაძლოა, ყველა მონდომება წყალში ჩაყაროს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
"პერესტროიკის" პერიოდში, როდესაც სსრკ-ში "ზედმეტი" გულახდილობის ხანა დადგა, რუსეთის ნაკრების მწვრთნელი აღიარებდა, დოპინგს ყველა ვიყენებთ, მაგრამ ჩვენი პრეპარატები გაიშიფრა და ბულგარელების მიერ ახლად შემოტანილი ვერაო!