სოჭი 2014: რომელ ქვეყანაში ჰპირდებიან ყველაზე დიდ პრემიას ოქროს მედლისთვის

AutoSharing Option
ყოველთვის საინტერესოა, რა თანხებს იღებენ საკუთარი სახელმწიფოებისგან ოლიმპიელები მოპოვებული მედლების სანაცვლოდ.

როგორც ირკვევა, ამ მხრივ ლიდერი ყოფილა ყაზახეთი. იქაურ ჩემპიონს (სავარაუდოდ, ამ ქვეყნიდან ოქროს მედლის მფლობელი შეიძლება გახდეს მოთხილამურე ალექსეი პოლტორანინი) სოჭში გამარჯვებისთვის 250 ათას დოლარს დაჰპირდნენ.

ასევე მნიშვნელოვნად შეივსებენ საბანკო ანგარიშს ჩემპიონები იტალიიდან, ბელორუსიდან და იაპონიიდან.

მაგრამ ოფიციალური პრემიალური თანხები - ერთადერთი წახალისება არ არის ოლიმპიელებისთვის. მაგალითად, რუსეთში პრემია შეიძლება გაორმაგდეს რეგიონალური ბიუჯეტის ხარჯზე; ჩინელი პრიზიორები, ფულისა და საჩუქრების გარდა, პრესტიჟულ თანამდებობებს მიიღებენ სხვადასხვა კომპანიისგან; სოჭში ამერიკელ გმირებს კი
ელით სარეკლამო კონტრაქტები.

არსებობს პერსონალური პრემიების პრაქტიკა. მაგალითად, ფიგურულ სრიალში კორეელ ვარსკვლავს, იუ ნა კიმს სოჭში გამარჯვებისთვის მილიონ დოლარს დაჰპირდნენ.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზამთრის თამაშებზე ტრადიციულად ძლიერი ქვეყნები - ნორვეგია და შვედეთი საერთოდ არ აპირებენ საკუთარი ჩემპიონებისთვისა და პრიზიორებისთვის თანხის გადახდას. სახელმწიფო პრემიების არარსებობის კომპენსირება ხდება სხვადასხვა სტიპენდიითა და სწავლაში შეღავათებით.

პრემიალურები ოქროს მედლებისთვის:
1. ყაზახეთი 250 000
2. იტალია 192 000
3. ბელორუსი 150 000
4. იაპონია 143 000
5 ესპანეთი 128 000
6. უკრაინა 125 000
7. ფინეთი 123 000
8. რუსეთი 122 000
9. ჩინეთი 82 000
10. ჩეხეთი 78 000
11. საფრანგეთი 70 000
12. პოლონეთი 40 000
13. გერმანია 34 000
14. სლოვენია 27 000
15. აშშ 25 000
16. კანადა 20 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული