კორესპონდენტი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს იტალიის ალპებში ესტუმრა, სადაც ისინი წინასაოლიმპიადო მომზადებას დეკემბრის თვიდან გადიოდნენ.
სიუჟეტი წამყვანმა შემდეგი ტექსტით წარადგინა: "სოჭის ოლიმპიადის გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება. მთელი მსოფლიოს სპორტსმენები ემზადებიან ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. მათ შორისაა საქართველოს ნაკრები, რომლის ნახვაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს სოჭში არ სურდა".
საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა სოჭში უკვე გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები - ნინო წიკლაური, იასონ