Вести: ქართველი სპორტსმენები, რომელთა ნახვა სააკაშვილს სოჭში არ სურდა [VIDEO]

AutoSharing Option
რუსულმა ტელეკომპანია Вести-მ ქართველ ოლიმპიელებზე თებერვლის დასაწყისში რეპორტაჟი მოამზადა.

კორესპონდენტი საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს იტალიის ალპებში ესტუმრა, სადაც ისინი წინასაოლიმპიადო მომზადებას დეკემბრის თვიდან გადიოდნენ.

სიუჟეტი წამყვანმა შემდეგი ტექსტით წარადგინა: "სოჭის ოლიმპიადის გახსნამდე სულ ცოტა დრო რჩება. მთელი მსოფლიოს სპორტსმენები ემზადებიან ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის. მათ შორისაა საქართველოს ნაკრები, რომლის ნახვაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს სოჭში არ სურდა".

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ძირითადი შემადგენლობა სოჭში უკვე გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენები - ნინო წიკლაური, იასონ
აბრამაშვილი, ალექსი ბენიაიძე; ოლიმპიური კომიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები. მოციგურავე ელენე გედევანიშვილი კი სოჭში კანადიდან, 14 თებერვალს ჩაფრინდება.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეხლა რუსების ლოგიკას გეტყვით - ცუდმა სააკაშვილმა მოძმე ქართველი და რუსი ერები გადაჰკიდა ერთმანეთს. ეს გაფუჭებული სააკაშვილი ცხინვალის და სოხუმის დაბრუნებას ცდილობდა საქართველოსთვის. იმ დონეზე მივიდა, რომ სპორტსმენებსაც არ უშვებდა ოლიმპიადაზე რუსეთში.... ეხლა მოვიდა ახალი მთავრობა საქართველოში და ოლიმპიადაზე ქართულ გუნდს აგზავნის. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველებს ჩვენთან შერიგება სურთ და ტერიტორიების დაბრუნებაზე აღარ ფიქრობენ, რაც ძალიან კარგია. გაუმარჯოს ხალხთა შორის მეგობრობას! მოდით დამოუკიდებელი აფზაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებიც მოვიწვიოთ ოლიმპიადაზე, ისინიც ხომ ადამიანები არიან... მოგწონთ ასეთი ლოგიკა?
Temo
17:27 06-02-2014
0
Mivacenzure sheni logika
temo-s
11:12 07-02-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული