ამერიკელი სპორტსმენი სოჭის სასტუმროს აბაზანაში ჩაიკეტა და კარის გამონგრევა მოუწია

AutoSharing Option
სოჭში ოლიმპიადისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურის გაუმართაობა ამერიკელმა ბობსლეიტმა ჯონ ქუინმა საკუთარ თავზე გამოსცადა.

ქუინს სასტუმროს ნომრის ტუალეტში კარი ჩაეკეტა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ სპორტსმენი იძულებული გახდა კარი გამოენგრია. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.

"შხაპს ვიღებდი, კარები კი თავად ჩაიკეტა. ტელეფონი არ მქონდა, რომ ვინმესთვის შველა მეთხოვა, ამიტომ ბობსლეისტის მძლავრი დარტყმა გამოვიყენე და გამოვაღწიე", - წერს სპორტსმენი.

ქუინმა ინტერნეტში საკუთარი მხრით გამონგრეული კარის ფოტოებიც განათავსა.

წყარო: ambebi.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული