სკიატლონი საინტერესო რბოლაა: ის ორ ნაწილად იყოფა: სპორტსმენები პირველ 7.5 კილომეტრს კლასიკური სტილით გარბიან, შემდეგ პიტსტოპზე თხილამურებს ცვლიან და მეორე 7.5 კილომტერს თავისუფალი სტილით გადიან.
ვალ დი ფიემში ნორვეიელებმა - მარიტ ბიორგენმა, ტერეზა იოჰაუგმა და ჰაიდი ვენგმა პოდიუმის სამივე საფეხური დაისაკუთრეს. სოჭშიც ასეთივე პოდიუმს წინასწარმეტყველებდნენ, თუმცა შვედი შარლოტა კალა და პოლონელი იუსტინა კოვალჩიკი მზად იყვნენ ნორვეგიელთა ბრძოლაში ჩარევისთვის.
მაგრამ ეს მხოლოდ
საბოლოოდ, კოვალჩიკმა მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც შეეხება კალას, მან მოლოდინის ტაქტიკა აირჩია, დიდი ხანი ნორვეგიელების უკან იარა და ბოლო აღმართზე წავიდა შეტევაში. მის იერიშს მხოლოდ ბიორგენი აჰყვა, სხვები კი ჩამორჩნენ. მარიტი ცოტა ხანი დარჩა შვედის უკან, ბოლოსწინა ვირაჟზე გვერდი აუარა კალას და უპრობლემოდ მოიპოვა კარიერაში მეოთხე ოლიმპიური ოქრო.
ნორვეგიას ამ რბოლაში ბრინჯაოც ერგო, რომელიც ჰაიდი ვენგმა თანამემამულე იოჰაუგს აართვა.
მარიტ ბიორგენი
დაიბადა: 21 მარტი, 1980
სიმაღლე: 1.68 მ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო ვანკუვერი 2010, ინდივიდუალური სპრინტი
ოქრო ვანკუვერი 2010, ინდივიდუალური გამოდევნება
ოქრო ვანკუვერი 2010, 4x5 კმ.
ოქრო სოჭი 2014, 15 კმ. სკიატლონი
ვერცხლი სოლტ-ლეიკ-სიტი 2002, 4x5 კმ.
ვერცხლი ტურინი 2006, 10 კმ.
ვერცხლი ვანკუვერი 2010, 30 კმ.
ბრინჯაო ვანკუვერი 2010, 10 კმ.
სხვა ტიტულები
მსოფლიოს 12-გზის ჩემპიონი, 4-გზის ვერცხლის მედალოსანი, 3-გზის ბრინჯაოს მედალოსანი; 64 გამარჯვება მსოფლიოს თასის ეტაპებზე; მსოფლიოს თასის 3-გზის მფლობელი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"