სოჭი 2014: სნოუბორდი ამერიკელებისაა

AutoSharing Option
ქალებს შორის სლოუპსტაილში მთავარი ფავორიტის სტატუსი დაამტკიცა X-Games-ის მრავალგზის გამარჯვებულმა ჯეიმი ანდერსონმა.

თუ პირველ ცდაზე მას ჰქონდა მცირე შეცდომები, მეორე ცდის დროს თითქმის იდეალურად შეასრულა პროგრამა, რომელიც სავსე იყო რთული და ამპლიტუდური ხტომებით. მიუხედავად იმისა, რომ ფინალური ნახტომის შესრულებისას, ანდერსონი ხელით შეეხო ტრასას, მსაჯების მაღალი შეფასება საკმარისი აღმოჩნდა ფინელი ენი რუკაიარვის გასასწრებად.

იმედი გაუცრუეს საკუთარ გულშემატკივრებს ანა გასერმა და სპენსერ ო'ბრაიენმა. მათგან სამედლო გამოსვლას ელოდნენ, მაგრამ არ გამოვიდა. ჩეხი სარკა პანკოჩოვა კი საერთოდ სიკვდილს გადაურჩა.

პირველივე ტრამპლინზე მან სერიოზული შეცდომა
დაუშვა და კეფა დაარტყმა ტრასას. დაცემის შედეგად ჩაფხუტი გატყდა, მაგრამ ამუნიციამ დაიცვა ჩეხი სერიოზული ტრავმებისგან. ამ სნოუბორდისტების შეცდომებით კარგად ისარგებლა ჯენი ჯონსმა, რომელმაც ბრიტანეთს ამ ოლიმპიადაზე პირველი მედალი მოუტანა.

ჯეიმი ანდერსონი
დაიბადა: 13 სექტემბერი, 1990
სიმაღლე: 1.60 მ
წონა: 54 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო სოჭი 2014, სლოუპსტაილი
სხვა ტიტულები
Winter X Games-ის ოთხგზის ჩემპიონი (2007, 2008, 2012, 2013).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული