სოჭი 2014: ფრისტაილი - უმცროსმა უფროსს მოუგო

AutoSharing Option
ჟუსტინ და ქლოი დიუფურ-ლაპუანტები მთელი დღის განმავლობაში განუყოფელნი იყვნენ: ნებისმიერ ცდაზე დები ერთმანეთის მიყოლებით მიდიოდნენ ფინიშთან და ყოველ ჯერზე ქლოი უსწრებდა ჟუსტინს. მაგრამ გადამწყვეტი ცდის დროს, მათ ადგილები გაცვალეს და უმცროსი და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

რაც შეეხება მთავარ ფავორიტს ჰანა კირნის, ის ვერ გაუმკლავდა ზეწოლას. მსოფლიოს თასის წლევანდელი ლიდერი შეიძლებოდა გამხდარიყო პირველი სპორტსმენი ისტორიაში, ვინც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე მოიგებდა ქალების მოგულს, მაგრამ მან ისტორია ვერ გადაწერა.

უკანასკნელ ცდაზე ამერიკელი ბოლო იღებდა სტარტს. მან იცოდა კანადელი კონკურენტების შესანიშნავი გამოსვლის შესახებ და
ამან ცუდად იმოქმედა გამოცდილი კირინის ფსიქოლოგიურ განწყობაზე. მართალია, ამერიკელმა ძალიან კარგად შეასრულა ორივე ნახტომი, მაგრამ ორჯერ უხეშად შეცდა მოგულებზე, რის გამოც მსაჯებმა ბევრი ქულა დააკლეს. საბოლოოდ, კირნი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ჟუსტინ დიუფურ-ლაპუანტი
დაიბადა: 25 მარტი, 1994
სიმაღლე: 1.60 მ
წონა: 54.3 კგ
ოლიმპიური თამაშები
ოქრო სოჭი 2014, მოგული
სხვა ტიტულები
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (2013).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული